|
2022-04-20 11:29:13, 1631 ნახვა
ომი უკრაინაში
ნატო-ს ქვეყნების გადაწყვეტილებით, რუსეთის უკრაინაზე გამარჯვება აუცილებლად უნდა აღიკვეთოს
ნატო-ს ქვეყნები და პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ არ უნდა დაუშვან რუსული არმიის გამარჯვება უკრაინაში. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დასავლელ ლიდერებისთან გამართულ ვიდეო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კანცლერმა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ამ ქმედებებს „უაზრო ომი" და „საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა" უწოდა. „ევროკავშირსა და ნატოში ჩვენს პარტნიორებთან ერთად აბსოლუტურად ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ რუსეთმა არ უნდა მოიგოს ეს ომი“, - განაცხადა შოლცმა. ამასთან ერთად კანცლერმა პირდაპირ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს - „შეაჩერე უკრაინის ქალაქების დაბომბვა. ნება მომეცით ზავი დავამყარო და თქვენი ჯარისკაცები გავიყვანოთ. შეწყვიტე ეს საშინელი ომი." ვირტუალურ შეხვედრაზე ასევე განიხილა უკრაინაში სიტუაციის შემდგომი განვითარება და როგორ უნდა მიეცეს კიევს ოფიციალური უსაფრთხოების გარანტიები ომის დასრულების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ არის. თავის მხრივ, შეერთებული შტატები, აპირებს გაზრდოსს საარტილერიო იარაღის მიწოდება, განაცხადა ჯო ბაიდენმა. საფრანგეთის პეზიდენტის ემალუელ მაკრონის თქმით, ეს გარანტიები ევროკავშირის ქარტიის მუხლების მსგავსია, სადაც ნათქვამია, რომ თავდასხმა ალიანსის ერთ ქვეყანაზე არის თავდასხმა ბლოკში შემავალ ყველა სახელმწიფოზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)