08:02 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 16:24:55, 1069 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი იერუსალიმში მდებარე წმ. ალექსანდრე ნევსკის ეკლესიაზე კონტროლის გადაცემას ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ისრაელისგან იერუსალიმში მდებარე ეკლესიაზე კონტროლის გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ მან ისრაელის პრემიერმინისტრს, ნაფთალი ბენეტს წერილით მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი ითხოვს იერუსალიმში მდებარე ალექსანდრეს მამულზე, კერძოდ კი ამ ტერიტორიაზე მდებარარე წმ. ალექსანდრე ნევსკის ეკლესიაზე კონტროლის რუსეთისთვის გადაცემას.

როგორც ისრაელის მედია წერს, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ტაძრის მფლობელობის რუსეთისთვის გადაცემამ, შესაძლოა, რომ ისრაელისთვის დასავლეთთან დიპლომატიური ხასიათის სირთულეები გამოიწვიოს.

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს იმედი აქვს, რომ ალექსანდრეს მამულის მფლობელობის საკითხი მალე გადაიჭრება.

„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ალექსანდრეს მამულის საკითხი დიდი ხანი იყო რუსეთ-ისრაელის ურთიერთობების დღის წესრიგის მთავარ წესრიგში. ჩვენ ველით, რომ ისრაელის ხელმძღვანელობა ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს, რათა დასრულდეს ამ სიტუაციის აუცილებელი ფორმალიზაცია“, - აღნიშნა პესკოვმა.

იერუსალიმის ეს ტაძარი უკვე დიდი ხანია წარმოადგენდა დავის საგანს მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. საბოლოოდ, იერუსალიმის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მორდეხაი ქადურიმ ალექსანდრეს მამულის რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადასვლის პროცესი შეაჩერა და საკითხს დიპლომატიური ხასიათი მიანიჭა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics