18:05 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 16:13:16, 1163 ნახვა

საზოგადოება
ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სააგენტო ავრცელებს.

 უწყების ცნობით, შეხვედრაზე ველური ბუნების სააგენტოს უფროსმა რევაზ ბეჟაშვილმა,  შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ განმახორციელებელი ჯგუფის წევრებმა პროექტის კონცეფციაზე, საწყის ფაზაში განხორციელებულ აქტივობებსა  და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

„პროგრამის  ფარგლებში დაიწყო მუშაობა კანონპროექტზე  „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“. შედეგად, ქვეყნის მასშტაბით მოხდება მონადირეთა სერტიფიცირება, რაც   ხელს შეუწყობს ბრაკონიერობის შემცირებასა და ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ მონადირეთა სერტიფიცირების სისტემის შექმნას. კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა.პროგრამის მიხედვით კრწანისის ტყეპარკის სივრცე იმგვარად მოეწყობა, რომ შენარჩუნდეს და აღდგეს არსებული ეკოსისტემა. კრწანისის ტყეპარკში რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული პირველი საჯარო სივრცე შეიქმნება და „სამხრეთ კავკასიის ეკოსისტემების კვლევისა და აღდგენის ცენტრი“  დაფუძნდება.პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო 2021-2024“ შეიმუშავა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ხოლო დაფინანსებულია შვედეთის საელჩოს მიერ.  პროგრამა დაეხმარება ველური ბუნების სააგენტოს გააძლიეროს ინსტიტუციური შესაძლებლობები, გააუმჯობესოს მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს საქართველოს ველური ბუნების მდგრად მართვას. პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებთან. პროექტის ბიუჯეტი 939 000 ევროს შეადგენს,"-ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics