2022-04-19 15:26:45, 1148 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი საძაგლიშვილი: ხელისუფლება მიზანმიმართულად ანადგურებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ანადგურებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.
ადვოკატმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უკვე მეოთხე თვეა სააკაშვილთან არ დაუშვიათ პირადი ექიმი და ასევე არ უშვებენ კონსილიუმის წევრებს.
„ბუნებრივია ეს მოუთითებს ხელისუფლების ნებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვერ მიიღოს ადეკვატური მკურნალობა. საერთაშორისო ასპარეზზეც, მათ შორის, ისეთ მაღალ ტრიბუნაზე როგორიც არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე.“- განახადა საძაგლიშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,