2022-04-19 12:12:58, 844 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი მომგებიანი ბანკების სამეულშია
BB უმსხვილესი ბანკების რეიტინგში დაწინაურდა. მისი აქტივები ორი მილიარდ რვაას თვრამეტ მილიონ ლარს აჭარბებს და უმსხვილესი ბანკების რეიტინგში მე-4 ადგილზეა.
ასევე, 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ბაზისბანკი მომგებიანი ბანკების სამეულშია, ხოლო უკუგების კოეფიციენტით აქტივებზე (ROA) და უკუგების კოეფიციენტით კაპიტალზე (ROE) ბაზრის ლიდერია და პირველ ადგილს იკავებს. მნიშვნელოვანი ზრდა არის ასევე საკრედიტო პორტფელის მიმართულებითაც, BB დაწინაურდა მე-4 პოზიციაზე.
შეგახსენებთ, რომ ბაზისბანკი ბაზარზე საქმიანობის 29 წლიანი ისტორიით, უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს, როგორც საცალო მომხმარებელს, ასევე საშუალო და მსხვილ ბიზნესებს.
BB ჰოლდინგი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია და საბანკო მომსახურებასთან ერთად, დაზღვევისა და ლიზინგის ბიზნესმიმართულებებსაც აერთიანებს.
ავტორი: R (რეკლამა),