08:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-18 16:43:20, 1569 ნახვა

ომი უკრაინაში
ლვოვში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 წლის ბავშვი

ლვოვში, რუსული ჯარების მიერ განხორციელებული, ხუთი სარაკეტო დარტყმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის იყო 3 წლის ბიჭი ხარკოვიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ლვოვის მერი ანდრეი სადოვოი ავრცელებს.

მისი ცნობით, ბიჭი  და დედამისი ხარკოვიდან ომისგან თავის დასაღწევად ჩამოვიდნენ. ამ ეტაპისთვის ბავშვმა ყველა საჭირო დახმარება მიიღო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის პირველი დაღუპვა ჩვენი ქალაქის ტერიტორიაზე. ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 30 წლისაა. ჩვენ გლოვობთ დაღუპულებს, მაგრამ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. შეიძლება გაძლიერდეს თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე. უკრაინაში დღეს არ არსებობს უსაფრთხო ქალაქები. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვთხოვ ყველა მცხოვრებს - როცა სირენის ხმას გაიგებთ, გთხოვთ, წადით თავშესაფარში! “ , - განაცხადა მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics