18:04 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-18 16:34:57, 911 ნახვა

საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო" - დაზარალებული ჟურნალისტების უფლებებს სტრასბურგშიც დავიცავთ

„თუ საჭირო იქნება წავალთ სტრასბურგშიც" - „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ 5 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტების უფლებებს სასამართლოში დაიცავს .

მათივე განცხადებაში ნათქვამია, რომ სარჩელი, კერძოდ, მიმართულია  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისა და თავდასხმისგან არ დაიცვა ჟურნალისტების მთავარი და ფუნდამენტური სიცოცხლის უფლება და ვერ უზრუნველყო მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებისათვის სათანადო პირობები.

" საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, სწორედ, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება დაიცვას მოქალაქეების, მათ შორის მედიის წარმომადგენლები, ხოლო მისი შეუსრულებლობისათვის სათანადოდ აგოს პასუხი. ზუსტად ამიტომ, სახელმწიფოს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა აღნიშნული ფუნქციის შეუსრულებლობის გამო, მათ შორის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით ", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ შეკრებილი ულტრამემარჯვენე და ძალადობრივმა ჯგუფების მთავარი სამიზნე მედია და ჟურნალისტები გახდნენ. მათი თავდასხმის შედეგად 53 ჟურნალისტი დაშვდა აქედან ერთი ტვ პირველი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. საქართველოში მყოფმა 20-მდე დიპლომატიურმა მისიამ ერთობლივი განცხადებით დაგმო ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და სამოქალაქო მოძრაობების ოფისების დარბევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics