2022-04-18 11:51:19, 961 ნახვა
პოლიტიკა
რუსული გემებისთვის ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ყველა პორტი დაიკეტა
ევროკავშირის ყველა ქვეყნის პორტმა რუსული გემებისთვის წვდომა შეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
გარდა ამისა, აკრძალვასთან ერთად დაიშვება გარკვეული სახის გამონაკლისიც. შეზღუდვა არ გავრცელდება იმ გემებზე, რომლებმაც SOS სიგნალს გააგზავნიან. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.
"ევროკავშირის დირექტივა რუსებისთვის აკრძალვის შესახებ ძალაში შევიდა. ის ვრცელდება რუსეთის დროშის ქვეშ რეგისტრირებულ ყველა გემზე, ასევე მათზეც, რომლებმაც რუსეთის ფედერაციის რეგისტრაცია 24 თებერვლის შემდეგ შეცვალეს ", - განაცხადა ერმაკმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსულ გემებს ბულგარეთის, რუმინეთისა და იტალიის პორტებში შესვლა აეკრძალათ. შემდგომში კი რუსეთის ფედერაციის საზღვაო ბლოკადას ესტონეთიც შეუერთდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,