07:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-17 12:50:37, 1640 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - მარიუპოლში სიტუაცია ძალიან რთულია, დაჭრილი სამხედროები ბლოკირებული არიან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლში უკრაინელი დამცველების დასახმარებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ რუსები მათ დანებებას ითხოვენ.

​ზელენსკიმ დასძინა, რომ მარიუპოლში უგზო-უკვლოდ დაკარგულებთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა, რადგან რუსებს მოსახლეობა იძულებით გაჰყავს. 

"მარიუპოლი. სიტუაცია ძალიან რთულია. ჩვენი სამხედროები დაბლოკილია, დაჭრილები ბლოკირებული არიან. ჰუმანიტარული კრიზისია, არც საკვებია, არც წყალი, არც წამალი. მიუხედავად ამისა, ბიჭები თავს იცავენ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჰუმანიტარული დერეფნები იქნებოდა. უნდოდათ დაჭრილების, ჩვენი ქალებისა და ბავშვების წაყვანა, მაგრამ რუსეთმა უარი თქვა. 

მათ იციან, რომ ასრულებენ ყველაზე ძლიერ მისიას დღემდე. ამიტომ მტერი შიშობს, რომ მტრების რაოდენობა ექვსჯერ აღემატება. მარიუპოლის ბლოკადის რამდენიმე რაუნდი მიმდინარეობს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსი ოკუპანტები კიდევ ერთხელ სთავაზობენ მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს, რომლებიც ახლა იცავენ აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანას, დადონ იარაღი და ჩაბარდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics