05:36 - 25 Jul, 2026
|
2022-04-17 01:52:07, 1566 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები გრძელდება
კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ქვემო რენეს ავტობანთან დამაკავშირებელი, ასევე ზემო და ქვემო რენეს ერთმანეთთან შემაერთებელ გზაზე ასფალტის პირველი ფენა დაიგო. გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია, გასულ წელს სოფელ ჩობალაურის და ზემო რენეს გზის მოასფალტების სამუშაოები ჩატარდა. პროექტის სრული სამუშაოების ღირებულება 1 336 200 ლარია. ავტობანთან დამაკავშირებელ, ამორტიზირებულ გზაზე გადაადგილება უჭირდა როგორც ქვეითად მოსიარულეებს ისე სატრანსპორტო საშუალებებს. პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს არსებული პრობლემის მოგვარებას და კომფორტულ გადაადგილებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)