07:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-16 22:34:19, 1505 ნახვა

ომი უკრაინაში
სახალხო დამცველი დენისოვა - ხერსონში ფსევდორეფერენდუმი პირველიდან ათ მაისამდე იგეგმება

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას ცნობით, ხერსონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება პირველიდან ათ მაისამდეა დაგეგმილი. მისი თქმით, ე.წ. რეფერენდუმისთვის ბიულეტენთა ბეჭდვა დაწყებულია.

"რაშისტები არ ამბობენ უარს განზრახვაზე, შექმნან ე.წ. ხერსონის რესპუბლიკა. რისთვისაც იყენებენ ლუგანსკსა და დონეცკში ნაცად სქემას - ფსევდორეფენდუმს, რომლებიც ემსახურებოდა არა ხალხის ნების გამოვლენას, არამედ ყალბი სურათის შექმნას რუსული მედიისთვის. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალაქ ნოვა კახოვკას სტამბაში იბეჭდება ბიულეტენები "რეფერენდუმის"  ჩასატარებლად. როგორც ჩანს, "კენჭისყრის" შედეგების შესახებ ყველა ოქმი წინასწარ მომზადდება და რეგიონულ ცენტრებს მიეწოდება". - თქვა დენისოვმა.

მისი ინფორმაციით, ე.წ. რეფერენდუმის დღეს ხერსონის ჩაკეტვა და ყველანაირი კომუნიკაციის შეზღუდვა იგეგმება. 

"ოკუპანტებს ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება გაუჭირდებათ, რადგან რაშისტების მიერ იარაღით მუქარისა და აქციის ძალადობრივად დარბევის მიუხედავად, ხერსონის გმირი მოსახლეობა აგრძელებს პროტესტს, მოწოდებით - "ხერსონი უკრაინაა". - წერს უკრაინის სახალხო დამცველი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics