|
2022-04-16 14:07:25, 989 ნახვა
საზოგადოება
პურის ფასი შესაძლოა, 20 თეთრით გაიზარდოს - პურის მრეწველთა კავშირი
პურის ფასი შესაძლოა, 20 თეთრით გაიზარდოს - ამის შესახებ, ინფორმაციას პურის მრეწველთა კავშირი ავრცელებს . მათივე თქმით, თონის პურზე ფასი 10 თეთრით უკვე გაძვირდა . " მოდიოდა ინფორმაცია, რომ თონის პური გაძვირდა 10 თეთრით, რასაც ვადასტურებ. ქართული პურის მწარმოებლები მუშაობენ სულ სხვა არეალში, ისინი იხდიან ფიქსირებულ გადასახადს. მათთან ფქვილი შეაქვთ დისტრიბუტორებს, რომლებიც წისქვილში იძენენ და მერე გადაყიდვას ახდენენ ამ ფქვილის. ამიტომ, ისინი სულ სხვა ანგარიშსწორების სფეროში იმყოფებიან და მათი ფასწარმოქმნა პურისა ნამდვილად მეტია. პურის ფასი რამდენიმე ფაქტორისგან შედგება. ძირითადი ფაქტორი ფქვილის ღირებულებაა. ფქვილი არის ძირითადი მასა, მშრალი ნივთიერება, რომლისგანაც პური ცხვება. საქართველო თავისი ოდენობის მხოლოდ 10-15% აწარმოებს, დანარჩენი ექსპორტზე შემოდის. გარდა ამისა, არის საფუარი, მარილი, ეს ყველაფერიც შემოტანილია, აქედან გამომდინარე დგება ფასები. მარტის ბოლოს, 20 მარტიდან როდესაც დიდთოვლობა დაიწყო, ლარსის საბაჟო ჩაიკეტა და 30-კილომეტრიანი მანქანების რიგი დადგა, დაახლოებით ათი დღე იყო ჩაკეტილი. პურის მრეწველები ძირითადად აქაური წისქვილებითაც სარგებლობდნენ, თუმცა უმეტესად დამოკიდებული იყო იმ ფქვილზე, რომელიც რუსეთიდან შემოდიოდა. ამ ფქვილის ღირებულება იყო 65-70 ლარამდე. მარტის შემდგომ, როდესაც საბაჟო გაიხსნა და ფქვილი შემოვიდა, პირველივე შემოსული ფქვილის ღირებულება დაფიქსირდა 75 ლარი, ანუ ფქვილის ღირებულება გაიზარდა. ადგილობრივი ფქვილი, რომელიც ჩვენს წისქვილებში მზადდება, ღირს 80 ლარი. " - განაცხადა მალხაზ დოლიძემ . შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლარი კვლვ განიცდის ინფლაციას და 1 აშშ დოლარი - 3.06 ლარი ღირს .
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)