2022-04-16 12:00:13, 1155 ნახვა
პოლიტიკა
იტალიის და საფრანგეთის საელჩოები ლვოვიდან კიევში ბრუნდება
იტალიის და საფრანგეთის საელჩოები ლვოვიდან კიევში ბრუნდება. - ამის შესახებ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ და საფრანგეთის ელჩმა უკრაინაში ეტიენ დე პონსენმა განაცხადეს.
ლუიჯი დი მაიოს თქმით, ეს არის იტალიის სიმბოლო, რომელიც დროს არ კარგავს, სჯერა დიპლომატიის და მუდამ ეძებს მშვიდობას
იტალიისა და საფრანგეთის ელჩები, პიერ ფრანჩესკო ძაძო და ეტიენ დე პონსენი კოევში საელჩეობის გასახანელად ბრუნდებინ .
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგი დიპლომატები კიევში ბრუნდებიან მას შემდეგ, რაც საელჩო დედაქალაქიდან ლვოვში გადაიტანეს.
"ეს ძალიან ემოციური მომენტია". - თქვა უკრაინაში საფრანგეთის ელჩმა, ეტიენ დე პონსენმა .
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა, კიევიდან დასავლეთის საელჩოების პერსონალის ევაკუაცია მას შემდეგ განახორციელა რაც რუსეთის აგრესია უკრაინისადმი ცალსახა გახდა და ომი დაიწყო .
ავტორი: ექსპრესნიუსი,