19:18 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 15:17:53, 893 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია - როსტევანის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, როსტევანის ქუჩის ნაწილზე, მირიან მეფისა და ჭაშნაგირის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. გასულ წელს, მოწესრიგდა დავარის, ასმათის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ვეფხისტყაოსნის ქუჩების ნაწილი. წელსაც ვაგრძელებთ ამ პროექტს. უკვე დასრულებულია ვეფხისტყაოსნის ქუჩა, ასმათის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე კი, სამუშაოები მიმდინარეობს.  ასევე, ამ პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება დავარის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩები. ამჟამად, დავიწყეთ როსტევანის ქუჩის მოწესრიგება, სადაც უნდა მოხდეს აღნიშნული ქუჩების სანიაღვრე სისტემის დაერთება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი,  საფეხმავლო ბილიკი და ჯამში,  6 800  კვ.მ ფართობზე  ასფალტის  საფარი დაიგება.

მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 900 000 ლარი გამოიყო.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics