05:37 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 21:47:26, 1506 ნახვა

რეგიონი
შუახევის სახელოვნებო სკოლის დაბისა და უჩამბის მოსწავლეებმა, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს

შუახევის სახელოვნებო სკოლის დაბისა და უჩამბის მოსწავლეებმა, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებას, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ  ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, სახელოვნებო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება შინაარსობრივად მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.  მოსწავლეებმა წაიკითხეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები. 
 ომარ ტაკიძემ, დამსწრე საზოგადოებას დედაენის დღე მიულოცა და   1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე, ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა ქართული ენის მდიდარი წარსული და ქართული ენის მნიშვნელობა ერის თვითმყოფადობის საქმეში.

კულტური ცენტრის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა საჯარო ბიბლიოთეკაშიც, რომელსაც მერის პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე დაესწრო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics