|
2022-04-14 21:05:08, 1948 ნახვა
რეგიონი
დაბა ქედაში საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი იმოძრავებს
დაბა ქედაში საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი ტბელ აბუსერიძის, 9 აპრილის, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩის მიმართულებით დღის განმავლობაში იმოძრავებს. ენერგოეფექტური მიკროავტობუსი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ასევე, დაბის ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხო და ხელმისაწვდომ გადაადგილებას უზრუნველყოფს. ელექტრო მიკროავტობუსი ერთი თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში დილის 9:00 საათიდან საღამოს 6:00 საათამდე იმოძრავებს. საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი საქართველოში იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ მოპოვებული გრანტით 77 235 აშშ დოლარის ოდენობით იქნა შეძენილი. ელექტრო მიკროავტობული მერმა როლანდ ბერიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან ცინცაძესთან ერთად დღეს, შპს ,,ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ოფიციალურად გადასცა მართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)