|
2022-04-14 19:14:53, 1766 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტს მერი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, მირიან ქათამაძესთან ერთად უჩამბისა და დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა
შუახევის მუნიციპალიტეტს მერი, ომარ ტაკიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, მირიან ქათამაძესთან ერთად უჩამბისა და დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცლებს. უწყების ცნობით, შეხვედრას, საკრებულოს თავჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, მერის მოადგილე გურამ ზოიძე, საკრებულოს წევრები და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, მთავრობის წევრებმა, მოსახლეობას მუნიციპალიტეტსა და სხვადასხვა უწყებებში მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, მათგან მოისმინეს არსებული გამოწვევები და მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. "სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით ხორციელდება, სადაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აჭარის მთავრობის წამომადგენლები, მინისტრები და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობენ. შეხვედრის მიზანს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა წარმოადგენს." - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)