|
2022-04-14 18:00:23, 1083 ნახვა
ეკონომიკა
გასულ წლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 1500-მდე კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა შეითანხმა
„ნარჩენების მართვის სფერომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ჩამოყალიბდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასულ წლებში, სამინისტრომ 1500-მდე კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა შეითანხმა. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მსხვილმა საწარმოო ობიექტებმა სწორად მართონ საწარმოო პროცესში წარმოქმნილი ნარჩენები და შემცირდეს ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ფაქტები. ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავების სფეროში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება ნარჩენებით გამოწვეული გარემოს დაბინძურება. ეს უმთავრესად უკავშირდება მუნიციპალური ნარჩენების მართვის პრობლემებს, ისევე როგორც სპეციფიკური ნარჩენების ნაკადების მართვის პრობლემებს. დღეისათვის, საქართველოში სრულად არ ხდება სპეციფიკური ნარჩენების სათანადო წესით შეგროვება და გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად დამუშავება. „დასანერგია ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემა, რისთვისაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები გვესაჭიროება მუნიციპალიტეტების დონეზე. ამ გამოწვევების მოსაგვარებლად, მომდევნო წლებში აქტიურად ვიმუშავებთ, ბიზნესთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად, რომ ქვეყანამ, ეტაპობრივად დანერგოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემა. ამ მექანიზმების ჩამოყალიბებით, ხელი შეეწყობა: ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, ნარჩენების ხელახალ გამოყენებას და მისი აღდგენის ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე, ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობის შემცირებასა და ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას ნარჩენების გადამუშავების სფეროში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)