|
2022-04-14 16:46:05, 1576 ნახვა
რეგიონი
ბათუმის №6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა დასრულდა
თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ახლად აშენებული კორპუსი აჭარის განათლების მინისტრთან ერთად დაათვალიერა და მოსწავლეებს დედაენის დღე მიულოცა. ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აშენდა სამ სართულიანი თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც 570 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობაში განთავსდა ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობა სრულად არის ადაპტირებული. წელს სკოლის ეზოს კეთილმოწყობისა და ძველი შენობის რეაბილიტაცია განხორციელდება. 2022 წელს ბათუმში 5 საჯარო სკოლის მშენებლობა განხორციელდება, 10 სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)