03:31 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 14:28:35, 1888 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - რუსეთი უკრაინის დაპყრობას „სტრატეგიული სამხედრო წვრთნების“ სახელით გეგმავდა

რუსეთი უკრაინის დაპყრობას „სტრატეგიული სამხედრო წვრთნების“ სახელით გეგმავდა, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

„სამხედრო დაზვერვის მიერ მოპოვებული დოკუმენტები მოწმობს ოკუპანტების განზრახვას უკრაინის დედაქალაქის ხელში ჩაგდებაზე. კერძოდ, რუსული ჯარების ჯგუფს სახელად "ცენტრი" ჩერნიგოვისა და სუმის მიმართულებით მოქმედება დაევალათ. უფრო კონკრეტულდ კი კიევის მარცხენა სანაპირო ნაწილის დაპყრობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც სადაზვერვო სამმართველოში აღნავენ, ამის შესახებ 96-ე სადაზვერვო ბრიგადის მეთაურის საბრძოლო ბრძანებაშია ნათქვამი. აღნიშნული ბრძანება კი დასავლეთის სამხედრო ოლქის 1-ლი სატანკო არმიის შტაბიდან იქნა გაცემული.

ამასთანავე პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა მანამდე უკვე განაცხადა, რომ რეგულარული წარუმატებლობის გამო რუსებს ტაქტიკის შეცვალა და „გეგმა B-ს“ მიხედვით მოქმედება უწევთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics