08:48 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 10:12:34, 906 ნახვა

მსოფლიო
CNN-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინაში მაღალჩინოსნის გაგზავნის საკითხს განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს შიდა წინასწარი დისკუსია ჰქონდათ ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის უკრაინაში გაგზავნის შესახებ. ინფორმაციას CNN მოლაპარაკებებში ჩართულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, ჯერ კიდევ  არ არის დაზუსტებული, რომელი მაღალი რანგის წარმომადგენელი ჩავა კიევში, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და ვიცე-პრეზიდენტის, კამილა ჰარისის ვიზიტი ნაკლებად სავარაუდოა. 

ამასთანავე, CNN იტყობინება, რომ განიხილება უკრაინაში თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის ან სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის გამგზავრება, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის. 

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გასულ კვირას უკრაინის დედაქალაქს მოულოდნელად ეწვია. მან გამართა შეხვედრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მოგვიანებით, აშშ-ში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამჟამად უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics