2022-04-13 21:40:24, 1740 ნახვა
პოლიტიკა
ნეჰამერი - რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტა ახლა "შეუძლებელია
ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტა ახლა "შეუძლებელია".
"ავსტრია მტკიცედ დგას ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მაგრამ სანქციებმა უფრო მეტი ზიანი უნდა მიაყენოს რუსეთს, ვიდრე ევროკავშირს. მეორე მხრივ, მხოლოდ ავსტრია არ არის გაზის ემბარგოს წინააღმდეგი" - თქვა ნეჰამერმა გერმანიისა და უნგრეთის პოზიციებზე დაყრდნობით.
ავსტრიის კანცლერის თქმით, ნავთობზე ემბარგოს დაწესება ევროკავშირის დღის წესრიგში უკვე დგას, თუმცა რუსული გაზის საკითხი სხვა სირთულესთან ასოცირდება. ნეჰამერმა აღნიშნა, რომ გარდა ავსტრიისა, ამ პოზიციას გერმანია, უნგრეთი და ბულგარეთიც იზიარებენ.
"ჩვენ დამოკიდებული ვართ გაზზე. ჩვენი ინდუსტრიები დამოკიდებულია გაზზე". - ამბობს ავსტრიის კანცლერი CNN-თან ინტერვიუში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,