05:48 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 18:28:49, 3443 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის მოქალაქე არაა, საერთო არაფერი აქვს სპეცოპერაციასთან - კრემლი ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლაზე უარს ამბობს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ვერ ხედავს ოპოზიციონერი უკრაინელი პოლიტიკოსის ვიქტორ მედვედჩუკის დატყვევებულ უკრაინელ სამხედროებზე გაცვლის შესაძლებლობას.

პესკოვის თქმით, მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არაა, საერთო არაფერი აქვს სპეცოპერაციასთან. 

"რაც შეეხება გაცვლას, რომელზეც კიევის სხვადასხვა ფიგურები ასეთი ხალისით, ხალისით და ხალისით საუბრობდნენ, მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალაქე, მას არაფერი აქვს საერთო სპეცოპერაციასთან. ის არის საგარეო პოლიტიკური ფიგურა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის გენერალური პროკურატურა მედვედჩუკს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობაში დახმარებაში ადანაშაულებს მას შინაპატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

მოგვიანებით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  უკრაინის ტერიტორიაზე მედვედჩუკის დაკავების შესახებ განაცხადა. უკრიანის პრეზიდენტმა კრემლს ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლა შესთავაზა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics