05:48 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 17:50:46, 3398 ნახვა

ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა დასავლეთში უპრეცედენტო კრიზისი და ინფლაცია გამოიწვია

ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებამ ახალი ანტირუსული შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით,  დასავლეთში უპრეცედენტო კრიზისი და ინფლაცია გამოიწვია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა

მისივე თქმით, გამოწვევების წინაშე რუსეთიც დგას, თუმცა ამ შემთხვევაში, ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი ამას ახალ შესაძლებლობად და ვარიანტების გაჩენად აღიქვამს.

"დასავლეთის რიგი ქვეყნების უარი ნორმალურ თანამშრომლობაზე, მათ შორის რუსეთის ენერგორესურსებზე, უკვე დაარტყა მილიონობით ევროპელs, გამოიწვია რეალური ენერგეტიკული კრიზისი და აისახა, სხვათა შორის, შეერთებულ შტატებში. ფასები და ინფლაცია ყველგან იზრდება, ამ ქვეყნებისთვის ეს აბსოლუტურად უპრეცედენტოა,"- განაცხადა პუტინმა. 

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ქვეყანას შეეძლება გაზარდოს ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შიდა მოხმარება, ნედლეულის ღრმა გადამუშავების სტიმულირება და ენერგომომარაგების გაზრდა მსოფლიოს სხვა რეგიონებში.

ცნობისთვის, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს. კერძოდ, შეზღუდვები დაექვემდებარა მსხვილ რუსულ ბანკებს, გაიყინა ოქროსა და სავალუტო რეზერვების ნაწილი, ევროკავშირმა აკრძალა სამოქალაქო თვითმფრინავების და სათადარიგო ნაწილების მიწოდება და მეიჯარეს უბრძანა შეეწყვიტათ ხელშეკრულებები რუსულ ავიახაზებთან. ბევრმა უცხოურმა საწარმომ შეაჩერა სამუშაოები და რუსული ბაზრიდან გავიდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics