20:28 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 16:29:45, 804 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტებს აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც 1000-ზე მეტი სტუდენტის სწავლის დაფინანსებას გულისხმობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სტუდენტებს შეხვდა და მათ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ესაუბრა, რაც 1000-ზე მეტი სტუდენტისთვის სწავლის საფასურის დაფინანსებას გულისხმობს.

პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენების შემცირების უზრუნველსაყოფად, აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება. სტუდენტებს, რომელთაც მოცემული მომენტისთვის აქვთ დავალიანება და მათი სოციალური ქულა 150 000-მდეა, გადასახადი დაუფინანსდებათ. ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი გამოიყოფა.

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სტუდენტთა დახმარების არა ერთ პროგრამას ახორციელებს. აჭარაში მოქმედებს სტუდენტთა დახმარების და სტუდენტთან საზღვარგარეთ სწავლის პროგრამები. სტუდენტთან დახმარების პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. 2022 წელს პროგრამის ბიუჯეტი  1,5 მლნ ლარს შეადგენს. სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2012 წლიდან ხორციელდება, სწავლა უფინანსდებათ სხვადასხვა სტატუსის მქონდე სტუდენტებს. 2022 წელს, სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით აჭარაში  3 მილიონი ლარია გამოყოფილი. 

შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics