08:01 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 15:06:18, 1374 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - რუსეთის მიზნები კეთილშობილურია, მთავარი მიზანია დონბასში მცოხვრებთა დახარება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან ომში რუსეთის მიზნები კეთილშობილურია და მთავარი მიზანი დონბასში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებაა.

როგორც ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, უკრაინაში ანტირუსულ ძალებთან შეტაკება გარდაუვალი და უბრალოდ დროის საკითხი აღმოჩნდა.

"უკრაინამ დაიწყო ანტირუსულ დასაყრდენად გადაქცევა, სადაც ზრდა დაიწყო ნაციონალიზმისა და ნეონაციზმის ყლორტებმა, რომლებიც დიდი ხანია არსებობს. ნეონაციზმის ზრდა იყო მიზანმიმართული და რუსეთის შეტაკება ამ ძალებთან გარდაუვალი იყო, მათ მხოლოდ შეტევის დრო აირჩიეს.

მთავარი მიზანია დონბასში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება, დონბასელი ხალხი, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ, აიძულეს ამის გაკეთება იმის გამო, რომ კიევის ხელისუფლებამ, დასავლეთის მხრიდან უბიძგა, უარი თქვა მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა დონბასის პრობლემების მშვიდობიან გადაწყვეტას", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

პუტინის მტკიცებითვე, რუსეთის შეიარაღებული ძალები "სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას" მოქმედებენ გაბედულად, კომპეტენტურად, ეფექტურად და შედეგიანად, იყენებენ ყველაზე თანამედროვე ტიპის იარაღს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics