2022-04-12 00:33:32, 1390 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ექვსი რუსი გააძევა
საფრანგეთმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ექვსი რუსი გააძევა, - ამის შესახებ, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
რუსები, სავარაუდოდ, დიპლომატიური საფარით მუშაობდნენ საფრანგეთის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საიდუმლო სამსახურებმა "ფარული ოპერაცია" კვირას გამოავლინეს, თუმცა დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
მანამდე საფრანგეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ 35 რუსი დიპლომატი გააძევა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,