08:01 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 10:30:22, 974 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის იუსტიცია - რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამო, ჰააგის სასამართლოს უკვე 42-მა ქვეყანამ მიმართა

უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის გამო, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს 42-მა ქვეყანამ მიმართა.

"42 ქვეყანამ უკვე მიმართა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს. ომის დანაშაულების გამოძიება საერთაშორისო დონეზე დაიწყო. ამ ქვეყნების მიმართვამ შესაძლებელი გახადა უკრაინის პროცედურების გამარტივება და დაჩქარება", - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა საყოველთაო ტელემარათონის „უარაზომის“ ეთერში განაცხადა.

იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ ომის დანაშაულების გამოძიება პრიორიტეტულია. 

მისივე თქმით,  საფრანგეთიდან  უკრაინაში ექსპერტები ჩავლენ.

”დიდი ალბათობით, ისინი ასევე მიაწვდიან ინფორმაციას თავიანთ პროფესიონალ ექსპერტებს. ახლა იქმნება ბაზა, რათა თითოეული რუსი სამხედრო ცალ-ცალკე მათი საქციელისა და შესაბამისი ბრძანებების გამო დაისაჯოს ,” -  განაცხადა მალიუსკამ.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა დასძინა, რომ გამოძიების სწრაფ შედეგს არ უნდა ველოდოთ, რადგან რუსეთის ფედერაცია სამხედროებს არ გადასცემს, მაგრამ ისინი აუცილებლად მიეცემიან პასუხისგებაში, რადგან „ასეთი დანაშაულისთვის ხანდაზმულობის ვადა არ არსებობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics