04:17 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 10:11:51, 1294 ნახვა

ომი უკრაინაში
ნატო-ს ყოფილი ოფიცერი - რუსეთი, შესაძლოა ოდესისა და დნეპრის აღებისთვის ემზადებოდეს

რუსეთი, შესაძლოა ოდესისა და დნეპრის აღებისთვის და შესაძლო დარტყმისთვის ემზადებოდეს, - ამის შესახებ აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილმა კაპიტანმა, ჰარი ტაბახმა განაცხადა.

„რუსეთი მოქმედებს არაპროგნოზირებად, ალოგიკურად და შეუძლებელია მათი ქმედებების ახსნა. მკვლელობა მკვლელობისთვის. საკუთარიც და სხვისიც. ეს ქმედებები გაუგებარია. ყველაფრის მოლოდინი შეიძლება და უნდა მოემზადოთ ყველაფრისთვის“, - აცხადებს ტაბახი.

მისი შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ახლა ბევრად უფრო კომპეტენტურად მოქმედებს, ვიდრე ეს იყო შეჭრისთვის მზადების დროს.

„ახლა ჩემთვის გასაგებია რას ამბობენ ჩემი თანამებრძოლები, უკრაინელი და ამერიკელი სამხედროები, რუსეთი აჩვენებს, რომ მას სურს უკრაინის დაყოფა დნეპრსა და ოდესაზე ძლიერი დარტყმით. რუსებს ცოტა დრო აქვთ, რომ გადაჯგუფდნენ და შეაგროვონ რაიმე სახის ჯარი, ასევე, ცოტა დრო აქვთ - უკრაინელებს. ახლა ყოველი საათი, ყოველი წუთი, წამი მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ოფიცერმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics