00:24 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 17:40:35, 2146 ნახვა

ომი უკრაინაში
ომის დაწყებიდან ჩერნიგოვში 700-მდე ადამიანი დაიღუპა

ომის დაწყებიდან ჩერნიგოვში 700-მდე ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ქალაქის მერმა ვლადისლავ ატროშენკომ გამოცემა „უკრინფორმთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ესენი არიან როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები.

40 მშვიდობიანი მოქალაქე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, სამოცდაათი ადამიანის ცხედრის ვინაობის შესახებ ჯერ-ჯერობით უცნობია.

პირველი საჰაერო დარტყმა ქალაქზე 25 თებერვალს განხორციელდა. მარტის თვეში ჩერნიგოვი რუსული არმიის მიერ ყოველდღიურად იბომბებოდა. ატროშენკო ამბობს, რომ ევაკუაციის შემდეგ ქალაქში 80-95 ათასი ადამიანი დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ აქ დაახლოებით 286 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

6 აპრილს რუსეთის არმიამ დატოვა ჩერნიგოვის რეგიონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics