00:24 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 17:12:29, 1269 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი ფინეთს - რუსეთის შესაჩერებლად, გვჭირდება ძლიერი სანქციების კოქტეილი, რომელიც დაგვამახსოვრდება, როგორც „მოლოტოვის კოქტეილები“

ჩვენ გვჭირდება ეფექტური, ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და სანქციების კოქტეილი, რომელიც დაგვამახსოვრდება როგორც მოლოტოვის კოქტეილები. - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პარლამენტს.

"ჩვენ გვჭირდება იარაღი, რომელიც თქვენს ევროკავშირის პარტნიორებს გაქვთ,გვჭირდება ეფექტური, ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და სანქციების კოქტეილი, რომელიც დაგვამახსოვრდება როგორც მოლოტოვის კოქტეილები. მოითხოვეთ... ჩვენ მთლიანად უნდა გავწყვიტოთ ეკონომიკური კავშირები ამ სახელმწიფოსთან", - თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ფინეთს კიდევ უფრო მეტი ლიდერობის დემონსტრირება სთხოვა ევროკავშირში, რაც მისი თქმით, დიდი წვლილი იქნება ევროპის უსაფრთხოებაში.

"რუსეთი აგროვებს რაც შეიძლება მეტ ადამიანს, ვისაც შეუძლია იარაღის ხელში ჭერა, რათა გააგრძელოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეძებს დაქირავებულებს მთელს მსოფლიოში, აგზავნის მებრძოლებს სხვადასხვა დე ფაქტო ტერორისტული დაჯგუფებიდან. მათი ჯარის უმრავლესობა აგრძელებს ბრძოლას უმიზეზოდ ჩვენს მიწაზე, აბსოლუტურად უაზროდ და რაც შეიძლება სასტიკად. აგრძელებს ბრძოლას ისე, რომ ხშირად ფიქრობ, არიან თუ არა ისინი საერთოდ ადამიანები", - თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტო მიიღო. რომელიც კრძალავს, 2022 წლის აგვისტოდან ნახშირის და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის შესყიდვას, იმპორტსა და ტრანსპორტიერებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics