|
2022-04-08 16:25:29, 1794 ნახვა
რეგიონი
შუახევში, სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
შუახევში, სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრები გაიმართა ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობასთან, რომელსაც შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის პირველ მოადგილე, მირიან აბაშიძე, საკრებულოს წევრები მალხაზ ტაკიძე, ედუარდ გოგრაჭაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრეს. საერთო კრებებზე მოსახლეობამ ის პრიორიტეტები განსაზღვრა, რაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსების ფარგლებშია შესაძლებელი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხელს უწყობს, როგორც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრას. შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება და უახლოეს პერიოდში მათი განხორციელება დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)