07:18 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 11:57:50, 976 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის კონგრესმა რუსეთისთვის ვაჭრობის უპირატესი ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისთვის დამატებითი ეკონომიკური ზიანის მიყენებას მხარი დაუჭირა და მას უპირატესი ქვეყნის სავაჭრო სტატუსი ჩამოართვა, ასევე ნავთობის იმპორტი აუკრძალა.

სენატმა ერთხმად, 100-0 ხმით მხარი დაუჭირა ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების სტატუსის ჩამორთმევას რუსეთისთვისა და მისი მოკავშირე ბელარუსისთვის.

კონგრესმა დამტკიცებული კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატას გადაუგზავნა, რომელმაც მას მხარი სწრაფადვე დაუჭირა, შემდეგ კი, კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნა.

როგორც თეთრი სახლის  პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს აღნიშნულ ზომებს და ხელს მოაწერს კანონპროექტებს.

სავაჭრო კანონპროექტი საშუალებას აძლევს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, გაზარდოს ტარიფები რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics