00:24 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 11:45:43, 1686 ნახვა

ომი უკრაინაში
Politico - ოლაფ შოლცი უკრაინისთვის გერმანული ტანკების მიწოდების საკითხს აჭიანურებს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, მიუხედავად მაღალი რანგის ოფიციალური პირების ზეწოლისა, აყოვნებს საბოლოო გადაწყეტილების მიღებას იმის შესახებ, მიეწოდება თუ არა უკრაინას მაღალტექნოლოგიური ტანკები რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად. აღნიშნულის შესახებ Politico წერს.

გეგმა, რომელიც გერმანიის კანცლერს ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრმა წარუდგინეს, დაახლოებით 100 ტანკს ითვალისწინებს.

თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში გახდებოდა ცნობილი, თუმცა კანცლერი ამტკიცებს, რომ გერმანიამ ჯერ უნდა მიაღწიოს საერთო პოზიციას დასავლელ მოკავშირეებთან, სანამ ასეთ მძიმე სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის უკრაინას.

„მჯერა, რომ ეს არის ზუსტად ის საკითხი, რომელშიც გერმანიისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება და განსაკუთრებული გზის გავლა სერიოზული შეცდომა იქნება“, - განაცხადა კანცლერმა.

ცნობისთვის, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოთხშაბათს და ხუთშაბათს განიხილეს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, თუმცა ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით დეტალები არ წარმოადგინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics