07:18 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-07 18:24:09, 2986 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი აუცილებლად უპასუხებს, ვლადიმირ პუტინისა და მისი ახლობლების წინააღმდეგ აშშ-ს მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს

რუსეთი აუცილებლად უპასუხებს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და მისი ახლობლების წინააღმდეგ აშშ-ს მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"რუსეთი აუცილებლად უპასუხებს და ამას ისე გააკეთებს, როგორც მიზანშეწონილად მიიჩნევს". - თქვა პესკოვმა. 

შეგახსენებთ, გუშინ ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებსა და რუსული ელიტის წევრებს ახალი სანქციები დაადო. სანქცირებულ პირთა შორის პუტინის ორი შვილი, მარია პუტინა და კატერინა ტიხონოვა მოხვდნენ. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლი და შვილი.

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, სანქციების ახალი პაკეტით სრულად შემზღუდავი სანქცია დაუწესდება რუსეთის მთავარ საფინანსო ინსტიტუტს „სბერბანკს“ და ყველაზე დიდ კერძო ბანკს „ალფა ბანკს“. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ „სბერბანკი“ აკონტროლებს რუსეთის საბანკო სექტორის ორ მესამედს, შესაბამისად მისი სრულად დაბლოკვა საფინანსო სექტორისთვის დიდი დარტყმა იქნება.

სანქციები ასევე შეეხება რუსეთში ახალ ინვესტიციებს, რომელსაც თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აშშ „დიდ შვიდეულსა“ და ევროკავშირთან კოორდინაციით აწესებს.

თეთრი სახლის ცნობით, სანქცირებულთა სიაში უკვე 140 რუსი ოლიგარქი, მათი ოჯახის წევრები და რუსეთის ხელისუფლების 400-მდე წარმომადგენელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics