2022-04-07 14:54:30, 2070 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ევროკავშირმა რუსული ნახშირის იმპორტის აკრძალვა გადადო
ევროკავშირი რუსული ნახშირის იმპორტს, დაგეგმილზე ერთი თვით გვიან, აგვისტოს შუა რიცხვებამდე აკრძალავს. - ამის შესახებ Reuters ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, დღეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა რუსულ ქვანახშირზე ემბარგო აგვისტოს შუა რიცხვებამდე უნდა დაამტკიცონ.
Reuters- ის წყაროს ცნობით, თარიღის გადადება გერმანიის ზეწოლის შემდეგ მოხდა.
შეგახსენებთ, ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტის შეჩერება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის ნაწილია, რომელიც ევროკომისიამ ამ კვირაში ბუჩაში მომხდარი სისასტიკის საპასუხოდ მიიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,