|
2022-04-07 11:23:32, 1410 ნახვა
რეგიონი
იმერეთის, გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებს ლურჯი მოცვის წარმოების აგროტექნოლოგიის საკითხებზე სწავლება ჩაუტარდათ
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ფერმერი ფერმერისთვის“ (F2F) მხარდაჭერით გამართული ორდღიანი ტრენინგი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა, ნინო ადამსმა ჩაატარა. - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. "თეორიული და პრაქტიკული სწავლება მოიცავდა ლურჯი მოცვის წარმოების თანამედროვე აგროტექნოლოგიურ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს ბაღის მართვას, სხვლა/ფორმირებისა და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებს, წამლობის სქემებსა და მიღებული მოსავლის შენახვის ტექნოლოგიებს. მიმდინარე წელს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ფერმერი ფერმერისთვის“ (F2F) მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის წარმოების საკითხებზე სწავლება 100-მდე ფერმერს ჩაუტარდება." - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)