12:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 16:50:34, 1065 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შვედეთის თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულქვისტი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროში შვედეთის დელეგაციას ოფიციალური ცერემონიალით დახვდნენ, რის შემდეგაც შვედ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს.

„საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო აგრესიას, რაც მხარეების განცხადებით, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით შვედეთის მხარდაჭერა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ პიტერ ჰულქვისტს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადის მხარდაჭერისთვისა და სამაგალითო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა შვედ კოლეგას საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და პერსპექტივებს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების აუცილებლობას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics