|
2022-04-06 16:10:57, 1833 ნახვა
რეგიონი
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. მუნიციპალიტეტის 54 სოფელში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით 628 000 ლარია გათვალისწინებული. ტბეთში, გოგაძეებსა და ცინარეთში გამართულ შეხვედრებს, მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. როგორც ომარ ტაკიძემ აღნიშნა, პროგრამა ხელს უწყობს, როგორც სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს და სოფლის პირველი რიგის აუცილებელ საჭიროებებს მოხმარდეს. საერთო კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათება და წისქვილის მოწყობა დაასახელეს. უჩამბის თემის პარალელურად, მოსახლეობასთან შეხვედრები ზამლეთისა და დაბის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)