12:02 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-05 14:40:07, 682 ნახვა

პოლიტიკა
ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ოკუპირებულ სახმრეთ ოსეთში, შესაძლოა, ორი რეფერენდუმი ჩატარდეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში შესაძლოა ორი რეფერენდუმი გაიმართოს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა.

როგორც ბიბილოვი აღნიშნავს, პირელი რეფერენდუმი იქნება რუსეთის ფედერაციის გაერთიანების და პირველივე რეფერენდუმის „დადებითად“ დასრულების შემთხვევაში, შესაძლოა ჩატარდეს ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების რეფერენდუმიც.

„როცა სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, მაშინ უნდა წარიმართოს ოსეთის გაერთიანების პროცესი და მაშინ უკვე უნდა იყოს ორი რეფერენდუმი, რუსეთის ორ ობიექტში“, - განაცხადა ბიბილოვმა.

შეგახსენებთ, რომ  სამხრეთ ოსეთის ე.წ რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განახადა, რომ ქვეყანა უახლოეს მომავალში გადადგამს სამართლებრივ ნაბიჯებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. 

მოგვიანებით,  სათათბიროს, ევაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა, რომ რეფერენდუმი, რომელზეც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა რუსეთთან შეერთების საკითხზე იმსჯელებს, შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics