2022-04-05 14:29:10, 606 ნახვა
მსოფლიო
იტალია ქვეყიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს
იტალია ქვეყიდან 30 რუს დიპლომატს გააძევებს. აღნიშნულის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, გადაწყვეტილება იტალიის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.
„„ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ევროპელ და ატლანტიკურ პარტნიორებთან შეთანხმებით, გამოწვეული იყო იმ აუცილებელი მიზეზებით, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის გაუმართლებელი თავდასხმით გამოწვეული მიმდინარე კრიზისის კონტექსტში“, - განაცხადა ლუიჯი დი მაიომ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,