13:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-04 22:01:47, 736 ნახვა

პოლიტიკა
გალერი - საქართველოს მთავრობამ უნდა გვითხრას, დგანან უკრაინის გვერდით, თუ ეხმარებიან რუსეთს

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ეხმაურება უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციას, კონტრაბანდული იარაღის გატარებაზე და აცხადებს, რომ საჭიროა მკაფიო განცხადება, სად დგას საქართველოს ხელისუფლება - ევროკავშირსა და უკრაინასთან თუ ფარულად, პუტინის რეჟიმთან.

"ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო განცხადება საქართველოს ხელისუფლებისგან, თუ სად დგანან: ევროკავშირთან და უკრაინასთან თუ მალულად პუტინის რეჟიმთან. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ისინი ჩვენთან არიან. იმედი მაქვს, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული ბრალდება არასწორია", - წერს გალერი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ცნობით, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. 
 ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფინანსთა და განაცხადა, რომ ეს არის "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics