|
2022-04-04 13:10:42, 898 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭო - ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სისასტიკის სიაში შევა
ევროკავშირი „ყველაზე მკაცრად გმობს სისასტიკეს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჩაიდინა რუსეთის სამხედროებმა რიგ [რუსეთის] ოკუპირებულ ქალაქებში, რომლებიც ახლა გათავისუფლდნენ [რუსული ჯარებისგან]“, ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში. მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობის მსხვერპლის, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების კადრები გვიჩვენებს სასტიკი აგრესიული ომის ნამდვილ სახეს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სისასტიკის სიაში შევა. - აღნიშნულია განცხადებაში. „რუსეთის ხელისუფლება ეკისრება პასუხისმგებლობას ამ სისასტიკეზე, რომელიც ჩადენილი იყო მაშინ, როდესაც ისინი აკონტროლებდნენ ამ ტერიტორიას“, - განაცხადა ევროპის საბჭომ. „საომარი დანაშაულებისა და სხვა სერიოზული დარღვევების ჩამდენი პირები, ასევე მათზე პასუხისმგებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო მეთაურები პასუხს აგებენ“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებული კიევის ოლქის ტერიტორიიდან უკვე ნანახი და გადმოსვენებულია 410 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. - ამის შესახებ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ Facebook-ზე განაცხადა. 1 აპრილს ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები განდევნეს. უკან დახევისას რუსებმა დანაღმეს სამოქალაქო ნაგებობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები და დასახლებული პუნქტები. 2 აპრილის საღამოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ მთელი კიევის რეგიონი განთავისუფლდა რუსი დამპყრობლებისგან. უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებმაც კიევის ირგვლივ ყველა ტერიტორია დაიბრუნეს, აცხადებენ, რომ ქალაქებში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს პოულობენ. განთავისუფლებული ქალაქი ბუჩას მერმა თქვა, რომ 300 მცხოვრები დაიღუპა რუსული არმიის ერთთვიანი ოკუპაციის დროს, ხოლო მსხვერპლი ნახეს მასობრივ საფლავში, ზოგი კი, კვლავ ქუჩებში ეგდო.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)