|
2022-04-04 11:06:45, 1215 ნახვა
რეგიონი
შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 12 მლნ ლარის ღირებულების 7 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ, რეგიონში სამელიორაციო სიტემებზე არსებული მდგომარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები; საუბარი შეეხო დაგეგმილ პროექტებს, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მელიორაცია უახლოეს მომავალში გეგმავს. დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 12 მლნ ლარის ღირებულების 7 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 4000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 3 240 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება. „სარწყავი სეზონი ახლოვდება; ადგილზე ვეცნობით იმ საჭიროებებს, რაც მოსახლეობას აქვს. სწორედ ამის გათვალისწინებით ხორციელდება სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და კეთილმოწყობის სამუშაოები. შიდა ქართლი აქტიურია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიმართულებით; გამართული სამალიორაციო ინფრასტუქტურა კი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფერმერებს, გაზარდონ წარმოება“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. შეხვედრა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები და შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)