13:25 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-03 23:34:39, 763 ნახვა

პოლიტიკა
გაეროს გენმდივანი - ღრმად ვარ შოკირებული ბუჩაში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ფოტოებით

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოითხოვა დამოუკიდებელი გამოძიება.

"მე ღრმად ვარ შოკირებული ბუჩაში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ფოტოებით. აუცილებელია, რომ დამოუკიდებელმა გამოძიებამ გამოიწვიოს ეფექტური პასუხისმგებლობა", - წერს გაეროს გენარელური მდივანი Twitter-ზე.

რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებული კიევის ოლქის ტერიტორიიდან უკვე ნანახი და გადმოსვენებულია 410 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. - ამის შესახებ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ Facebook-ზე განაცხადა.

1 აპრილს ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები განდევნეს. უკან დახევისას რუსებმა დანაღმეს სამოქალაქო ნაგებობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები და დასახლებული პუნქტები.
გათავისუფლებულ ქალაქში უკრაინელმა სამხედროებმა დაიწყეს ტერიტორიის გაწმენდა დივერსანტებისა და რუსი თანამზრახველებისგან.

2 აპრილის საღამოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ მთელი კიევის რეგიონი განთავისუფლდა რუსი დამპყრობლებისგან.

უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებმაც კიევის ირგვლივ ყველა ტერიტორია დაიბრუნეს, აცხადებენ, რომ ქალაქებში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს პოულობენ. განთავისუფლებული ქალაქი ბუჩას მერმა თქვა, რომ 300 მცხოვრები დაიღუპა რუსული არმიის ერთთვიანი ოკუპაციის დროს, ხოლო მსხვერპლი ნახეს მასობრივ საფლავში, ზოგი კი, კვლავ ქუჩებში ეგდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics