07:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-03 18:34:05, 810 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში,  სს „საქართველოს ბანკი"-ს ექსპრეს ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ორ პირს  ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, მათთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 2 აპრილს,  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და იარაღის მაგვარი საგნით შეიარაღებულები დ.ბ და გ.ჟ  სს „საქართველოს ბანკი"-ს ექსპრეს ფილიალს  თავს დაესხნენ, რა დროსაც იარაღის  გამოყენებით მოლარე- ოპერატორს ბანკის კუთვნილი 9107 ლარი, 420 აშშ დოლარი, 2800 ევრო გასტაცეს.

თავდამსხმელების დაკავებას და მათთვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას  ფილიალის დაცვის თანამშრომელი შეეცადა, რომელმაც მასზე განპიროვნებული სამსახურეობრივი საშტატო იარაღიდან  ბრალდებულების ქვედა კიდურების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც ორივე თავდამსხმელმა ფეხის არეში  დაზიანებები მიიღეს.  ამავდროულად გ.ჟ-მ  ავტომატური  ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ  დაცვის თანამშრომლის ცეცხლსასროლ იარაღს, შემდეგ კი იარაღის მუქარით  ერთ-ერთ მოქალაქეს  ავტომანქანაში ჩაუსხდნენ და აიძულეს მათი შემთხვევის ადგილიდან წაყვანა. 

სამართალდამცველებმა დ.ბ და გ.ჟ. იმავე დღეს დააკავეს. ორივეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „გ" ქვპუნქტებით, (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით), 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ჩადენილი ჯგუფურად), 150-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტით (იძულება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, ხოლო გ.ჟ-ს ასევე ბრალდება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.   

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,"- წერია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics