|
2022-04-02 12:55:24, 1225 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერიის პროგრამა - ,,სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება" საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად დასახელდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა - ,,სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება", ერთ-ერთ საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად დასახელდა. სიგელი შუახევის მუნიციპალიტეტის მერს, ომარ ტაკიძეს გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - ,,დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებულ ეროვნულ კონფერენციაზე გაიმართა, სადაც პროექტის ფარგლებში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები გამოავლინეს. გამომსვლელებმა, მუნიციპალიტეტებს შორის კარგი პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და დეცენტრალიზაციის რეფორმის განხორციელების ფარგლებში, უფრო მეტი უფლებამოსილებების დელეგირებაზე ისაუბრეს, რაც ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზებისა და სოციალურ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შუახევის მუნიციპალიტეტთან ერთად დაჯილდოვდნენ ბათუმის, ლანჩხუთის, სენაკისა და გორის მუნიციპალიტეტები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)