13:53 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 10:03:21, 759 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: ამ ეტაპზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების საჭიროება არ არსებობს

ამ ეტაპზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების საჭიროება არ არსებობს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
 
მისი თქმით, შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რთულია პროგნოზების გაკეთება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვის. 
 
„მოცემულობა, რომელშიც ქვეყანა ამჟამად იმყოფება, არსებითად განსხვავებულია იმისგან, რაც გასული წლის ბოლოს იყო, როდესაც 2022 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა. იცით, რომ მიმდინარე წლის 2 თვის ეკონომიკურმა ზრდამ, 16.3% შეადგინა, თუმცა, უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობა მსოფლიო ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჩვენ გვქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია და მეტი სიცხადე გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ ბიუჯეტზე, წლიურ დოკუმენტზე, მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს გრძელვადიანი ხედვა. არა ერთი ან ორი თვის განმავლობაში, არამედ მაგალითად, ექვსთვიან ჭრილში როგორ განვითარდება გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჩვენს რეგიონში. ბუნებრივია, გარკვეული ცვლილებების საჭიროება შესაძლებელია დადგეს. თუმცა, ამ ეტაპზე, ამის თქმის აუცილებლობა არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ გაურკვევლობა არის საკმაოდ მაღალი. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი შეიძლება დღის წესრიგში დადგეს უკვე წლის მეორე ნახევარში და შესაძლოა ვიმსჯელოთ ბიუჯეტში წარმოდგენილი პარამეტრების ცვლილებაზე. თუმცა, ამ ეტაპზე, ბიუჯეტის ცვლილების საჭიროება არ არსებობს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა,  ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics