2022-04-01 15:21:01, 622 ნახვა
მსოფლიო
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში განახლდა
უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში განახლდა. - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განუცხადა.
„მოლაპარაკებები გაგრძელდა ონლაინ ფორმატში სამუშაო ქვეჯგუფების ჩართულობით“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, 29 მარტს თურქეთში კიევმა ოფიციალურად წარადგინა თავისი წინადადებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ახალი სისტემის შესახებ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,