12:45 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 15:45:36, 928 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა და EU-ს რამდენიმე ქვეყანამ რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება განიხილეს

აშშ-მა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის მიზნით, ბელარუსისა და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება განიხილეს. - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნედ პრაისმა განაცხადა, იუწყება ამერიკის ხმა.

"მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ კოორდინირებული ძალისხმევა რუსეთის ფედერაციის მსოფლიო ასპარეზზე იზოლაციისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

განხილვაში საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროების გენერალური მდივნები და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჯეიმს კლევერლი მონაწილებდნენ.

გარდა ამისა, მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებას.

„ჯგუფმა განიხილა მომდევნო ნაბიჯები რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსიის წინააღმდეგ, უკრაინაში დაწყებული ომის გამო, შეხვედრაზე ასევე,  ყველა ქვეყნის, მათ შორის ჩინეთის , რუსეთისთვის მატერიალური მხარდაჭერისგან თავის შეკავების აუცილებლობას გაესვა ხაზი“, - ნათქვამია განცხადებაში.

შერმანმა ასევე დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინისადმი დიპლომატიური ძალისხმევისთვის ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics